პროექტი: ვაზის უბანი — 50 კვ.მ, კომპაქტური სივრცის სრული ტრანსფორმაცია
50 კვადრატულ მეტრში Renora-ს გუნდმა შექმნა ფუნქციური და ესთეტიკური საცხოვრებელი, სადაც ყოველი სანტიმეტრი გონივრულადაა ათვისებული. პროექტი მოიცავს თეთრი კარკასის სრულ რემონტს, სტუდიოს ტიპის მისაღებისა და მყუდრო საძინებლის მოწყობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩაშენებულ სისტემებსა და ავეჯს, რაც მცირე ფართობში სივრცის სიმცირის შეგრძნებას აქრობს. ბინა ჩაბარდა სრულად აღჭურვილი ტექნიკითა და რბილი ავეჯით — გასაღების ჩაბარების პრინციპით.